saWmeli sokoebi - msxliseburi gudafSuka
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Шампиньоновые |
Род: | Дождевик |
Вид: | Дождевик грушевидный |
Международное научное название: | Lycoperdon pyriforme |
მსხლისებური გუდაფშუკა - (ინგ. Lycoperdon pyriforme) (რუს. Дождевик грушевидный)
სინონიმი: უცნობია.
ბაზიდიუმიანი სოკოების სახეობა, შედიან გუდაფშუკოვანთა გვარში, ფირფიტოვანთა (Agaricaceae) (ქამა სოკო) ოჯახისა. აყალიბებს დამახასიათებელ მსხლისმაგვარ ნაყოფის სხეულებს შესამჩნევი თეთრი მიცელიუმის ბოჭკოებით ძირირსკენ. ფართოდ გავრცელებული სოკოა, გვხვდება დამპალ მერქანზე.
აღწერა
სპორების ფხვნილი ზეთისხილისფერ-ყავისფერი ფერის. სპორები 3,5-4მკმ დიამეტრში, სფეროსებური, თითქმის გლუვკედლიანი.
ნაყოფის სხეულები ამობრუნებული მსხლის ფორმის, იშვიათად თითქმის სფეროსებური, დიდ გროვებად, 1,5-6(7)სმ. სიმაღლის. ნაყოფის სხეულებს კარგად ეტყობათ ძირისკენ მიცელიუმის თეთრი ბოჭკოები. ეგზოპერიდიუმი ფეხზე მეჭეჭოვან-ეკლიანი, წვერისკენ ახლოს მიპრესილ-ქერცლიანი, მალე შიშვლდება. ენდოპერიდიუმი ქაღალდისმაგვარი, მკრთალი მოყავისფრო წითელ-ყავისფრამდე.
გლება (შიგნითა ქსოვილი) ნორჩ სოკოებს თეთრი აქვთ, მერე ზეთისხილისფერი და მონაცრისფრო-ყავისფერი, აქვს მძაფრი სუნით, ადარებენ გაზის სუნს.
მნიშვნელობა
საჭმელად კარგია ნორჩი, სანამ რბილობი ელასტიურია და თეთრი ფერის.
ნაყოფის სხეულებში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელსაც გააჩNია ციტოსტატიურობის ეფექტი.
ეკოლოგია და გავრცელების გარემო
გვხვდება ტყეებში, ბაღებში და სკვერებში, იზრდება ხშირ შემთხვევაში ფოთლოვანი ჯიშის ხეების დამპალ მერქანზე, დიდ ჯგუფებად, ხანდახან ჩაფლულ მერქანზეც. მოიცავს ძალიან ფართე, ფაქტიურად კოსმოპოლიტურ გარემოს, იშვიათია ხმელთაშუაზღვისპირეთში.
სინონიმები
• Lycoperdon pyriforme subsp. globosum SOSIN, 1952
• Lycoperdonpyriformevar. globosum (SOSIN) F.ŠMARDA, 1958
• Lycoperdon pyriforme var. serotinum (BONORD.) HOLLÓS, 1904
• Lycoperdon pyriforme var. tessellatum PERS. 1801
• Lycoperdon serotinum BONORD., 1857
• Morganella pyriformis (SCHAEFF.) KREISEL & D.KRÜGER, 2003
• Utraria pyriformis (SCHAEFF.) QUÉL. 1873